17 ნოემბერი 2024,   14:59
ვრცლად
არ იქნება ხელახალი არჩევნები - არ იქნება მშვიდობა - ირაკლი ოქრუაშვილი

"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია შეცდომას უშვებს, როდესაც მოლაპარაკებებს უშუალოდ პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან არ აწარმოებს.

მისივე თქმით, თუ ახალი არჩევნები არ დაინიშნა, პოლიტიკური კრიზისი არ განიმუხტება და, შესაბამისად, არც მშვიდობა იქნება. 

"მიმაჩნია, რომ მთელი ოპოზიცია ვუშვებთ შეცდომას, როდესაც თამასას ივანიშვილიდან დაბლა ვწევთ კობახიძეებზე, კალაძეებზე და ა.შ. თუ რაიმე ცუდი ხდება ქვეყანაში, ან თუ ვინმე რამე საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს, ეს არის ბატონი ივანიშვილი. უნდა გვქონდეს საუბარი მასთან ვადამდელ, ხელახალ არჩევნებთან დაკავშირებით. არ იქნება ხელახალი არჩევნები -არ იქნება მშვიდობა. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება," - განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. 

დღის ამბები