17 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
ოპოზიცია გეგმავს, უფრო ხშირად შეიკრიბონ და მოსახლეობასთან მეტი კონტაქტი ჰქონდეთ

პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია აპირებს, რომ უფრო ხშირად შეიკრიბონ და საზოგადოებასთანაც მეტი კონტაქტი დაამყარონ.

როგორც სერგო ჩიხლაძემ "დღის კურიერში" განაცხადა, ოპოზიცია აპირებს, რომ საკუთარი ამომრჩევლის გარდა, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

"ვცდილობთ და გამოითქვა აზრი, რომ ოპოზიციური ფორმატი უფრო სტრუქტურირებული იყოს და უფრო სტურუქტურირებულად ვიმოქმედოთ. ამაში იგულისხმება ის, რომ უფრო ხშირად შევიკრიბოთ და კონკრეტულ თემებზე იყოს მსჯელობები და ასევე, მოსახლეობის სხვადასხვა ფენას შევხვდეთ, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს და უფრო მეტი კონტაქტი დავამყაროთ ხალხთან," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ. 

ცნობისთვის, ოპოზიციამ "ლეიბორისტების" ოფისშია შეკრებილი. ისინი სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ.

დღის ამბები