03 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ქობულეთის სასტუმროებში უსაფრთხოების ნორმებს ამოწმებენ

ქობულეთის სასტუმროებში ტურისტული სეზონის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე უსაფრთხოების ნორმებს ამოწმებენ.

ადგილობრივ საკრებულოში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ დღეს რამდენიმე სასტუმროში დაათვალიერა, უსაფრთხოების ნორმები შეამოწმა და რეკომენდაციებიც გასცა.

ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარის შეძენა, საევაკუაციო გეგმა და ელექტროსადენების მოწესრიგება, - ეს არის ის მინიმუმი, რასაც ყველა ტიპის სასტუმრო უნდა აკმაყოფილებდეს.

თავად სასტუმროს მეპატრონეებიც მზად არიან, გაითვალისწინონ რეკომენდაციები და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

გამგებლის მიერ მოწვეული სპეციალისტები მუშაობას ერთ თვეში დაასრულებენ, ხოლო ანგარიშს საკრებულოს წარუდგენენ.

 
დღის ამბები