ავლაბრის მოსახლეობას, რომლებიც ფარნავაზ მეფის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსალოდნელ მშენებლობას აპროტესტებენ, ქალაქის მერი, დავით ნარმანია, შეხვდება.
მაცხოვრებლებმა დღეს მოსალოდნელი მშენებლობა აქციით გააპროტესტეს, დავით ნარმანიამ კი განაცხადა, რომ პროექტი, რომელიც მიმდებარე სკვერში უნდა განხორციელდეს, უკვე შეთანხმებულია. თუმცა, ის მოსახლეობას შეხვდება, პირადად მათგან მოისმენს პრეტენზიებს და გააცნობს აღნიშნულ ადგილზე შეთანხმებული პროექტის დეტალებს.