03 ოქტომბერი 2024,   00:38
ვრცლად
პეკინის ქუჩის მაცხოვრებლები დაგეგმილ მშენებლობას აპროტესტებენ

პეკინის 23-ში, საბავშვო ბაღ "საპოვნელას" ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლი უნდა აშენდეს, რასაც ადგილობრივი მაცხოვრებლები აპროტესტებენ. 

მოსახლეობის განცხადებით, საბავშვო ბაღის შენობა ისტორიულია და მისი საქმიანობაც თითქმის ნახევარ საუკუნეს ითვლის.

ბაღის ბოლო ადმინისტრაცია შენობას იჯარით ფლობდა, ახლა ის რამდენიმე თვის წინ დაარსებულმა კომპანიამ იყიდა.

ადგილბრივები პროექტის გაუქმებას და ბაღის ფუნქციონირების აღდგენას ითხოვენ.

აქციია მონაწილეებს ნაციონლაური მოძრაობის წევრები შეხვდნენ.

მერიაში კი ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა.   
დღის ამბები