03 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
ორი აქცია - თბილისელებმა ორი მასშტაბური მშენებლობა გააპროტესტეს

პეკინის 23 ნომერში მდებარე სკვერში კერძო ინვესტორი საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას გეგმავს.

ამ ახალ პროექტს, განხორციელების შემთხვევაში, მრავალწლოვანი ხეების გარდა, საბავშვო ბაღიც შეეწირება, რომლის ადგილზეც ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, კერძო ინვესტორი საცხოვრებელ კორპუსს ააშენებს.

პეკინის მაცხოვრებლებმა დღეს ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. მერიაში კი კომენტარს არ აკეთებენ.

ქალაქის მწვანე საფარის გადასარჩენად აქცია გამართეს ქეთევან წამებულის ქუჩის მაცხოვრებლებმა, სადაც არსებულ სკვერში კერძო ინვესტორი მრავალსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს.

ადგილობრივებმა დღეს აქციით ქალაქის მთავრობისგან პროექტის გაუქმება და პარკისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭება მოითხოვეს.

მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით ავლაბარში მაცხოვრებლებმა 1000-მდე ხელმოწერა მერიაში უკვე გაგზავნეს.

მერიაში კი არც ამ პროექტზე აკეთებენ განმარტებებს. თბილისის მერმა დღეს მხოლოდ ის თქვა, რომ მოსახლეობას შეხვდება და პროექტის დეტალებს გააცნობს. 

 

ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, გიორგი პერტია, ირაკლი კუპატაძე.

 
დღის ამბები