03 ოქტომბერი 2024,   00:35
ვრცლად
სამოქალაქო ინიციატივა - ახალი კანონი აზარტული თამაშების შესახებ

ახალი კანონი "აზარტული თამაშების შესახებ". კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროში სპეციალური მომსახურების შექმნას გულისხმობს, რომლის საშუალებითაც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული ადამიანები სათამაშო დაწესებულებაში შესვლისა და თამაშის ნებაზე თვითაკრძალვის მექანიზმით, ე.წ. ”გაშავების” გზით იტყვიან უარს.

იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ”გაშავებულ” მოთამაშეებს სათამაშო დაწესებულებაში კანონის გვერდის ავლით მაინც დაუშვებენ, კანონპროექტის მიხედვით, სათამაშო დაწესებულებას ჯარიმის გადახდასთან ერთად მოთამაშესათვის წაგებული თანხის ანაზღაურებაც დაეკისრება.

მოქალაქეებისთვის თვითაკრძალვის მექანიზმი პირველი მიმართვის შემდეგ, სავარაუდოდ, მხოლოდ 1 წლით იმუშავებს. მეორე ეტაპზე ე.წ. ”გაშავების” ხანგრძლივობა 3 წლამდე გაიზრდება, მესამეზე კი - 10 წლით.

სამოქალაქო ინიციატივის ავტორები კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში განსახილველად უახლოეს მომავალში დაარეგისტრირებენ.

 

ავტორები: ელენე ფირცხალაიშვილი, ელო ქადიძე, გიორგი ჩიკვილაძე.

 
დღის ამბები