03 ოქტომბერი 2024,   00:38
ვრცლად
სოფელ არადეთში გლეხებს ნათესები გადათხრილი, სარწყავი არხები კი ჩახერგილი დახვდათ

სოფელ არადეთის მოსახლეობა ნავთობისა და გაზის კორპორაციას მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც მათი ნათესები გაზის მაგისტრალის მშენებლობის გამო განადგურდა.

გაზსადენის გასაყვანად 25-მეტრიან მონაკვეთზე მიწის საფარია აღებული. გლეხები ამბობენ, რომ დაზიანდა სარწყავი სისტემა, რაც წყლის გარეშე რამდენიმე ათეულ ჰექტარსა და 4 სოფლის სახნავ-სათეს მიწებს ტოვებს.

გლეხებმა კომპანიის წარმომადგენლებს ხელშეკრულებებიც აჩვენეს, სადაც წინასწარი შეთანხმებით, სამუშაოები მოსავლის აღების შემდეგ უნდა დაწყებულიყო.

ადგილობრივების განცხადებით, წელს მიწის დამუშავებისთვის საბანკო სესხები აიღეს. გლეხები ნავთობისა და გაზის კორპორაციისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

კომპანია მზად არის, სოფელ არადეთის მოსახლეობას ზარალი აუნაზღაუროს.

 

ავტორები: თეონა ცხომელიძე, იზო ჩუბინიძე, დავით ჯაყელი.

 
დღის ამბები