03 ოქტომბერი 2024,   00:44
ვრცლად
ბოლო წლებში ემიგრანტების მიერ საქართველოში 2 მილიარდი დოლარის გზავნილია განხორციელებული

სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით საკუთარი ოჯახების დატოვება ათასობით ქართველს მოუხდა.

დიასპორის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანას 1,5 მილიონზე მეტი ემიგრანტი ჰყავს.

სამინისტროში ამბობენ, რომ ეს რიცხვი შესაძლოა, უფრო დიდი იყოს. ქართველი ემიგრანტები 43 ქვეყანაშია არიან. უდიდესი ნაწილი კი რუსეთში, ამერიკაში, თურქეთში, იტალიასა და საბერძნეთში ცხოვრობს.

დიასპორული კვლევის ცენტრის დამფუძნებელი ამბობს, რომ ხელისუფლებას ემიგრანტებთან დაკავშირებით გეგმა არა აქვს და არც ქვეყანაა მზად მათ მისაღებად.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლო წლებში უცხოეთიდან 2 მილიარდ დოლარამდე გზავნილი შემოვიდა. ეს ემიგრაციაში წასული ქართველების მიერ ოჯახებისთვის გამოგზავნილი ფულია, რომელიც საქართველოში იხარჯება.

 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე.

 
დღის ამბები