03 ოქტომბერი 2024,   00:43
ვრცლად
ძლიერი წვიმის გამო თბილისის ცენტრალური უბნები დაიტბორა

ძლიერი წვიმის გამო თბილისის ცენტრალური უბნები დაიტბორა. ამ წუთებში მაშველები რამდენიმე ადგილას მუშაობენ.  

დატბორილია ფიროსმანის, ნიკოლაძის, წინამძღვრიშვილის, კოსტავას ქუჩები. ასევე ვაკის საცურაო აუზის მიმდებარე ტერიტორია. 

წვიმის გამო ჩამოინგრა კაზინო "ევროპის" კედელი, სადაც ამ წუთებში მაშველები მუშაობენ.

სამაშველო სამსახური მუშაობს ფილარმონიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში.

როგორც რუსთავი2-ს სამაშველო სამსახურში განუცხადეს, მოქალაქეთა ზარები ძირითადად ცენტრალური უბნებიდან არის შესული, სადაც დატბორილია მიწისქვეშა გადასასვლელები, ჩამონგრეულია კედლები.    

    

დღის ამბები