03 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
უზნაძის ქუჩაზე დატბორილი სარდაფიდან ხალხის ამოყვანა ვერ ხერხდება

ძლიერი წვიმის გამო თბილისში მოძრაობა პარალიზებულია. საცხოვრებელი სახლები და სარდაფები კი წყლით გაივსო.

ამ დროისთვის ყველაზე მძიმე მდგომარეობა უზნაძის ქუჩაზეა, - ამის შესახებ რუსთავი2-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

მაშველების ინფორმაცით, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფი წყლით გაივსო, იქ მყოფილი ერთი ადამიანის ამოყვანა კი ვერ ხერხდება.

ძლიერი წვიმის გამო თბილისში რამდენიმე შენობა დაიზიანდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. 

 
ამავე თემაზე
დღის ამბები