03 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
თბილისში ძლიერი წვიმის გამო გარეგანათება გაითიშა

თბილისის რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმის გამო გარეგანათება გაითიშა.

ამ დროისთვის ჩაბნელებულია ნუცუბიძის ქუჩის ერთი ნაწილი, ვაჟა ფშაველას მეხუთე კვარტალი და პოლიტკოვსკაიას ქუჩა.

როგორც რუსთავი2-ს თბილისის მერიიდან აცნობეს, შემთხვევის ადგილზე შპს "სინათლის ქალაქის" თანამშრომლები უკვე მუშაობენ, რათა დაზიანების აღმოფხვრა დროულად მოხდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები