03 ოქტომბერი 2024,   00:38
ვრცლად
უზნაძის ქუჩაზე დატბორილი სარდაფიდან მაშველებმა მოქალაქის ამოყვანა მოახერხეს

უზნაძის ქუჩაზე დატბორილი სარდაფიდან მოქალაქის ევაკუაცია წარმატებით განხორციელდა. 

ამის შესახებ რუსთავი2-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

ძლიერი წვიმის გამო თბილისში მოძრაობა პარალიზებულია. საცხოვრებელი სახლები და სარდაფები კი წყლით გაივსო.

ცოტა ხნის წინ ყველაზე მძიმე მდგომარეობა უზნაძის ქუჩაზე იყო, სადაც ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სარდაფი წყლით გაივსო. სარდაფში ერთი მოქალაქე იმყოფებოდა, რომლის ამოყვანა მაშვლებმა რამდენიმე წუთის წინ მოახერხეს.  

ამავე თემაზე
დღის ამბები