17 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
კანონპროექტი, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტში არშესული პარტიებისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებას და უფასო საეთერო დროით სარგებლობის შეწყვეტას ითვალისწინებს, დეპუტატებმა პირველი მოსმენით მიიღეს.

"ქართული ოცნების" უმრავლესობამ კანონში შესატანი ცვლილებები 84 ხმით დაამტკიცა. ასევე კენჭი უყარეს საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს.

როგორც სასესიო განხილვისას გახდა ცნობილი, კანონპროექტის პირვანდელი ვარიანტი გადამუშავდა და მასში რიგი ცვლილება აისახა.

პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები საბიუჯეტო დაფინანსებას მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მიიღებენ.

დღის ამბები