17 ნოემბერი 2024,   15:00
ვრცლად
არ ვიცი რა არ მოეწონა ოქრუაშვილს, მისი მოსაზრება ნაკლებად მაინტერესებს - ბადრი ჯაფარიძე

ირაკლი ოქრუაშვილი მამუკა ხაზარაძისა და "ლელოს" წინააღმდეგ - ყოფილი თავდაცვის მინისტრი მამუკა ხაზარაძეს ბრალს იმაში სდებს, რომ ის, ოპოზიციური ერთობის შეთანხმებას ღალატობს და ე.წ. სერბულ მოდელს ემხრობა.

"ლელოს" გენერალური მდივანი ბადი ჯაფარიძე "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნულ საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მოსაზრება ნაკლებად აინტერესებს და მასთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.

"მე არ ვიცი რა არ მოეწონა ოქრუაშვილს და მისი მოსაზრება ნაკლებად მაინტერესებს. არანაირ მოლაპარაკებებს ოქრუაშილთან ერთად არ ვაწარმოებ და არც ვაპირებ," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები