17 ნოემბერი 2024,   14:58
ვრცლად
მიზეზზე უფრო მნიშვნელოვანი არის მიზანი, რომელიც გააჩნია ელენე ხოშტარიას - ლევან თარხნიშვილი

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას პარტიიდან წასვლა არ არის სენსაცია და არც პარტიის შეგნით ელენესთან რაიმე სახის დაპირისპირების შედეგი.

"მიზეზზე უფრო მნიშვნელოვანი არის მიზანი, რომელიც გააჩნია ელენეს და მან ჩათვალა, რომ ამ მომენტში, მისი ამონაცა არაპარტიული აქტივიზმია და ახალი პლატფომის განვითარებაა. არავითარი უთანხმოება პარტიის შიგნით ელენესთან  პარლამენტში შესვლა აშესვლაზე და სხვა საკითხებზე არ ყოფილა. ის ფაქტი, რომ განცხადება გაკეთდა "ევროპული საქართველოს" პარტიის იფისიდან, რასაც წინ მეგობრული შეხვედრა უძღვოდა ამის დამადასტურებელია.

მან ჩათვალა, რომ უფრო მეტი ასპარეზი ექნება, თუ არ იქნება რომელიმე პარტიის წევრი, მან განაცხადა, რომ არ აპირებს არცერთი პარტიის წევრობას და რჩება ოპოზიციურ სპექტრში. ჩვენ ვითამშრომლებთ ელენესთან და სხვა ოპზიციურ ორგანიზაციებთან. ჩვენ გვაქვს ერთი ამოცანა, "ქართული ოცნების" და ბიძინა იმაშვილის დამარცხება, რომელიც გადის ახალ არჩევნებზე და ყველა ერთად ვიბრძოლებთ, ახალი არჩევნების მისაღებად,"-განაცხადა "დღის კურიერში" "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან თრხნიშვილმა.

დღის ამბები