19 ნოემბერი 2024,   10:54
ვრცლად
საქალაქო სასამართლოში ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობაზე მიმდინარე პროცესი გადაიდო

საქალაქო სასამართლოში ონის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობაზე მიმდინარე პროცესი გადაიდო.

ადგილობრივი მოსახლეობა გარემოს დაცვის სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობას მოითხოვს. მათი თქმით, ჰესების მშენებლობა მძიმე ეკოლოგიურ ზიანს მიაყენებს რეგიონს.

საქალაქო სასამართლოსთან პროცესი აქციის ფონზე მიმდინარეობდა. მოსახლეობა აცხადებს, რომ ონში ჰესის აშენებას 25 ჰექტარი ტყის მასივი შეეწირება და ადგილობრივი ეკოსისტემა განადგურდება.

 

დღის ამბები