17 ნოემბერი 2024,   15:01
ვრცლად
ტურიზმის და ექსპორტის შემცირებით საქართველოს ეკონომიკას 3 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააკლდა - ივანე მაჭავარიანი

2021 წლის ბიუჯეტში, სუბსიდირებისათვის საჭირო თანხა უკვე გათვალისწინებულია​, რომლიც პარლამენტმა დღეს უნდა დაამტკიცოს. შესაბამისად, უკვეა გახდეს ცნობილი რის ხარჯზე აპირებს მთავრობა კომუნალური გადასახადის ნაწილობრივ დაფინანსებას. ამ საკითხზე პარლამენტში უკვე მსჯელობენ. 

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს იმ ეკონომიკურ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც 2020 წელს ქვეყანას პანდემიის გამო შეექმნა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაზე დიდი დარტყმა ტურიზმის სექტორმა განიცადა. 

"განსაკუთრებული დარტყმა ჰქონდა ტურიზმის სექტორს, რაც ჩვენი ეკონომიკის 10%-ს შეადგენდა. 2019 წელს ტურიზმიდან ჩვენმა ეკონომიკამ 3.3 მილიარდი დოლარი მიიღო. აღნიშნული მაჩვენებელი მიმდინარე წელს 90%-ით შემცირდა. რაც შეეხება ექსპორტს, გასულ წელს 3.8 მილიარდი დოლარი გვქონდა, თუმცა წელს დაახლოებით 10%-იანი შემცირება გვექნება. ჯამში, ამ 2 სექტორიდან, საქართველოს ეკონომიკას 3 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი დააკლდა. სავაჭრო ბალანსის გაუარესებამ გავლენა იქონია მიმდინარე ანგარიშის დეფიციტზეც, რომლის მაჩვენებელიც მიმდინარე წელს 9.7%-ის ოდენობით არის მოსალოდნელი. ხოლო 2021 წელს, 8.5%-ის დონეზეა პროგნოზირებული.

პანდემიამ და მისგან გამომდინარე გაურკვევლობამ, მთელს მსოფლიოში ინვესტიციების შემცირება გამოიწვია, რაც საქართველოში პირდაპირი, უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელზეც აისახა. მიმდინარე წელს, მოსალოდნელია მისი 30%-იანი შემცირება, რაც დაახლოებით 400 მილიონი დოლარის დანაკლისია," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. 

დღის ამბები