17 ნოემბერი 2024,   14:57
ვრცლად
2020 წელი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი - კახა კალაძემ 2020 წელი შეაჯამა

2020 წელს, დედაქალაქის მერი ერთ-ერთ ყველაზე რთულ წლად აფასებს. კახა კალაძის განმარტებით, თბილისის მერიამ, ისევე როგორც საკრებულომ, მიიღო და დაამტკიცა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა როგორც ჯანდაცვის სფეროს, ასევე სოციალური საკითხების მოგვარებას თითოეული მოქალაქისთვის.

"2020 წელი ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე რთული წელი. პანდემია, ისევე როგორც მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანაშიც ყველაზე დიდი გამოწვევა იყო, რასაც ეკონომიკური პრობლემები მოჰყვა. 2021 წელს კი, ყველაზე მთავარი იქნება არსებული სიტუაციის გამოსწორება და ეკონომიკური სიტუაციის გაჯანსაღება," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ

თბილის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, 2021 წელი იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულების წელი თბილისის მაცხოვრებლებისთვის.

"გვქონდა ძალიან არაორდინალური წელი, თუმცა მიუხედავად ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტმა ამ პირობებში განახორციელა ყველა ძირითადი პროექტი და გადაწყვეტილებები ძალიან ოპერატიულად იქნა მიღებული. 2021 წელი იქნება წარმატების წელი და თბილისის მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო მეტ ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ პროექტს განახორციელებს," - აღნიშნავს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

დღის ამბები