19 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და კორონავირუსის შემთხვევების სწრაფი მატების გამო, 5 იანვრიდან ბრიტანეთში კოვიდგანგაშის სისტემის მე-5 დონის ამოქმედება და საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.

გაერთიანებულ სამეფოში დღეიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა. ახალი შეზღუდვებით, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, მოქალაქეები ვალდებული არიან დარჩნენ სახლში და აუცილებელი შემთხვევების გარდა საცხოვრებელი არ დატოვონ.

იხურება სკოლები, ყველა სახის სავაჭრო ობიექტი, გამაჯანსაღებელი და გასართობი ცენტრები. რესტორნები კი მომხმარებლებს მხოლოდ გატანის სერვისით მოემსახურებიან.

"მე ძალიან კარგად მესმის მიღებული ზომები როგორ დისკომფორტს გამოიწვევს. ახალი შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეები ვალდებული არიან სახლში დარჩნენ და აუცილებელი შემთხვევების გარდა საცხოვრებელი არ დატოვონ. იხურება სკოლები და სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. მომავალი კვირები ურთულესი იქნება. კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები ვარიანტი სწრაფად ვრცელდება და მის შესაჩერებლად მყისიერი მოქმედებაა საჭირო," - აცხადებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

დღის ამბები