"ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარე გუნდში ცვლილებებს აანონსებს. ნიკა მელია განცხადებას ფეისბუკ გვერდზე ავრცელებს.
მისი თქმით, პარტიაში დიდი განახლების, დიდი გადალაგების დროა, რაც კანონზომიერია და აუცილებელია, რომ მათ შეუერთდეს რაც შეიძლება მეტი მოქალაქე.
"ცვლილებების აუცილებლობა არ ნიშნავს იმას, რომ აქამდე ბევრი რამ არასწორად ხდებოდა, არც იმას. რომ ვინც წინა ფლანგზე ჩანდა, დაუმსახურებლად ჩანდა და ამიერიდან აღარ უნდა ჩანდეს.ამის აუცილებლობას ქმნის ის გამოწვევები, რომელიც პარტიის, საერთოდ ქვეყნის წინაშეა - დასამარცხებელია და ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებელია ძალა, რომელიც ქვეყანას დიდ და ღრმა უფსკრულისკენ მიაქანებს.ამ ძალის დასამარცხებლად არ კმარა და აშკარად გასაფართოებელია არსებული ფრონტი.ახლა ყველა ერთად და მხარდამხარ ვიბრძოლებთ ერთიანი მიზნისთვის. ჩვენ არ გვინდა ძველი ძალების ახლით ჩანაცვლება, ჩვენ გვინდა ჯამის შეცვლა და შესაბამისად - შესაკრებთა შეკრება და არა შესაკრებთა გადაადგილება," - წერს ნიკა მელია.
განცხადება გააკეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პეტრე ცისკარიშვილმა.
"წასვლაზე ნამდვილად არ არის საუბარი, პირიქით, ჩვენ ვსაუბრობთ როგორც იდეურად გამდიდრებაზე და მეტი ახალი იდეის, ახალი ინიციატივის, ახალი წამოწყების, ხედვის შეთავაზებაზე საზოგადოების მიმართ და ასევე, რაოდენობრივად, ახალი ხალხის მოზიდვაზე. მხოლოდ ამომრჩეველზე არ ვსაუბრობთ. პარტიის ორგანული ნაწილი, ჩვენი სხეულის ნაწილი ვინც გახდება, ვინც პარტიაში იმუშავებს ამ იდეების გენერირებაში დაგვეხმარება, ახალი საქართველოსთვის უკეთეს ხედვას შემოგვთავაზებს, პოსტქოცობის ეპოქაში,“ - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი პეტრე ცისკარიშვილი.