საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე "პატრიოტთა ალიანსის" 4 წევრის პარლამენტში შესვლას დადებითად აფასებს. მისი თქმით, სასიხარულოა, რომ პარლამენტში ღიად პრორუსული ორიენტაციის ძალები არ იქნებიან.
"მათი დეკლარირება დღეს იყო ისეთი, რამაც შეიძლება მოგვცეს იმისი თქმის საშუალება, რომ ღიად პრორუსული ძალები საქართველოს პარლამენტში არ და ვერ იქნებიან, ეს უკვე კარგი შედეგია.
რაც შეეხება შეფარვით პრორუსულ ძალებს, თუ შემოვიდნენ "ევროპული საქართველო" და "ნაციონალური მოძრაობა", შეფარვით პრორუსული ძალები, სამწუხაროდ, გვეყოლებიან.
რას შეცვლის მათი ყოფნა, ოპონირების ხარისხზეა დამოკიდებული პრაქტიკაში. რაც შეეხება სხვა პარტიების დამოკიდებულებას, მათში შეცვლის ალბათ მესიჯბოქსს, მოიფიქრებენ რამე ახალს, იმისთვის, რომ რაც შეიძლება გააუფასურონ ოპოზიციის წარმომადგენლების შემოსვლა პარლამენტში,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.