19 ნოემბერი 2024,   16:22
ვრცლად
კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში კიდევ 489 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 489 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223 276-მდე გაიზარდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში ვირუსს 20 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები