19 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წერილობით დღეს გავრცელდება

დღეს მართლმადიდებლური სამყარო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. პანდემიის მიუხედავად საქართველოში საშობაო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. შობის საზეიმო ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პატრიარქმა აღავლინა.

ტაძარში ხალხის სიმრავლის გამო დისტანცია არ იყო დაცული.

ილია მეორემ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა და სადღესასწაულო წირვის შემდეგ მრევლი დალოცა.

საშობაო ეპისტოლე კი, წერილობით, დღეს გავრცელდება.

დღის ამბები