19 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
ავღანეთში 32-ე ქვეითი ბატალიონი გაემგზავრა

მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის სამხედროები ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის მისიის" შესასრულებლად გაემგზავრნენ.

ქართველი მშვიდობისმყოფელები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მესამე ბრიგადის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა მიხეილ გოგნაძემ გააცილა.

ქართველი სამხედროები საერთაშორისო სამშვიდობო მისიას 6 თვის განმავლობაში ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში შეასრულებენ. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის სამხედრო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. ]

მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ქვეითმა ბატალიონმა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე "მტკიცე მხარდაჭერის" მისიის (RSM) გადასროლისწინა მომზადების ყველა ეტაპი საქართველოში გაიარა.

32-ე ქვეითი ბატალიონი მეორე ქართული ქვედანაყოფია, რომელსაც მისიაში გამგზავრებამდე გადასროლისწინა მომზადების დასკვნითი ეტაპი (ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება) გერმანიის ნაცვლად საქართველოში ჩაუტარდა. შეფასება ქართველ ინსტრუქტორებთან ერთად აშშ-ის ევროპული სარდლობის წარმომადგენლებმა ჩაატარეს და ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონეს მაღალი შეფასება მისცეს.

 

დღის ამბები