17 ნოემბერი 2024,   12:29
ვრცლად
4 ოპოზიციონერი პარლამენტში - ბიზნესმენი პოლიტიკოსების ერთობით ახალი პოლიტიკური სუბიექტი "ევროპელი სოციალისტები" დღეს დაფუძნდა

ბიზნესმენი პოლიტიკოსების ერთობა და ახალი პოლიტიკური სუბიექტი სახელად "ევროპელი სოციალისტები" - "პატრიოტთა ალიანსის" რამდენიმე დამფინანსებლის პოლიტიკური ცხოვრება ირმა ინაშვილის საარჩევნო სიით დაიწყო, მოგვიანებით კი, გუნდის დატოვებით და მე-10 მოწვევის პარლამენტში შესვლით გაგრძელდა.

პარტია "ევროპელი სოციალისტები", რომელსაც პარლამენტში ოთხკაციანი წარმომადგენლობა ეყოლება, დღეს ოფიციალურად დაფუძნდა.

პოლიტიკური გაერთიანების თავმჯდომარის პოსტი ფრიდონ ინჯიამ დაიკავა. პოლიტიკოსის თქმით, პარტიის პრიორიტეტი ხელისუფლების ოპონირებასთან ერთად, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის მუშაობა იქნება.

დღის ამბები