17 ნოემბერი 2024,   12:44
ვრცლად
ბაიდენის ადმინისტრაცია ნატოს მოკავშირეებზე რუსეთის თავდასხმებს წინ აღუდგება - გრეგორი მიკსი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრეგორი მიკსი აცხადებს, რომ აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ნატოს მოკავშირეებზე რუსეთის თავდასხმებს წინ აღუდგება.

ამის შესახებ მან "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა:

"დიახ, ჩვენ წინ აღვუდგებით რუსეთს. ბაიდენის ადმინისტრაცია წინ აღუდგება რუსეთის თავდასხმებს ნატოს მთავარ მოკავშირეებზე, როგორიცაა საქართველო. ჩვენ არ გვინდა, რომ ისინი [რუსეთი] ბალკანეთში მოქმედებდნენ, არ გვინდა, რომ თავს ესხმოდნენ ჩვენს მოკავშირეებსა და დემოკრატიებს მთელს ევროპაში. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ, პუტინს შემწყნარებლობით მივუდგეთ და ვთქვათ, რომ რასაც ის აკეთებს, მისაღებია. მაგალითად, რაც უკრაინაში ხდება, ყირიმში. ჩვენს მოკავშირეებს გვერდით დავუდგებით, ხმას ავიმაღლებთ და რუსეთს ამ კუთხით წინ

კითხვა: რაც შეეხვება საქართველოს, იქ სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მათ შორის "საერთაშორის გამჭვირვალობა, საუბრობენ სახელმწიფოს მიტაცებაზე, ვიხილეთ ქუჩის დემონსტრაციები, ქვეყანაში ერთ პარტიული პარლამენტი შეიკრიბა, როგორც წარმომდგენელთა პალატის თავმჯდომარე რას ეტყოდით ქართველო კოლეგებს, რა უნდა იყოს მათვის გაკვეთილი? უფრ ოსწორად რა უნდა გაითვალისწინონ მათ?


მიკსი : ყურადღება იმაზე უნდა გაამახვილონ, რომ უზრუნველყოფილი იქნას სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და როცა ეს არჩევნები ჩატარდება, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა იყოს უზრუნველყოფილი, იმის მიუხედავად, რომ, შესაძლოა, იყვნენ პირები, რომლებიც ამისთვის ხელის შეშლას ეცდებიან. გარდატეხა ერთად მდგომი ხალხის ხმის ძალას მოაქვს."

დღის ამბები