ვინ შეცვლის ბიძინა ივანიშვილს "ქართული ოცნების" თავმჯდომარეობის პოსტზე, დღეს გახდება ცნობილი - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"დღეს 17:00 საათზე პარტიის ოფისში გაიმართება ბრიფინგი, სადაც გაიგებთ ყველაფერს პარტიის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. მანამდე ჩვენ, კომენტარს ვერ გავაკეთებთ," - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ არ დააკონკრეტა, იქნება თუ არა თავად, პარტიის თავმჯდომარე.