17 ნოემბერი 2024,   12:34
ვრცლად
არავის სჯერა რომ ივანიშვილმა მართვის სადავეები დათმო - ხატია დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, არავის სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილმა მართვის სადაავები დათმო.

"ჟირინოვსკიმ შეაქო დღეს ივანიშვილის გადაწყვეტილება. არავის არ სჯერა, რომ ივანიშვილმა სადავეები დათმოს. ერთადერთი მე რაც მჯერა, ეს არის უპასუხისმგებლობა, ეს ეპისტოლე რაც გამოაქვეყნა, საკმაოდ ვრცელი განცხადება, ეს არის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. ძალიან საინტერესოა, ამ უმძიმესი კრიზის პერიოდში, საქართველოს მოქალაქე, ვის შეიძლება მიადგეს და კითხოს, მაგალითად ვცაქცინაციასთრან დაკავშირებით. ერთს ამბობს ხელისუფლება, მეორეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ვის უნდა მოკითხოს ამომრჩეველმა?

არ აქვს მნიშვნელობა ბიძინა ივანიშვილი იყო პარტიის თავმჯდომარე, თუ რა თანამდებობა ეჭირა. ოლიგარქიის მთავარი შინაარსი ის არის, რომ ყველაფერი ემორჩილება მას. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არაფორმალური მმართველობაა. 

ეს განცხადება არის შეშინებული ადამიანის განცხადება, რო ის პასუხისმგებლობა, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, უმძიმესი ჯანდაცვის კუთხით კრიზისი, ვაქცინაცია არ არსებობს, არ არსებობს ფართო მასშტაბიანი ტესტირების პროგრამა, რომ არ ჩავკეტოთ ეკონომიკა და ადამიანებს მივცეთ ამოსუნთქვის საშუალება, ეს ყველაფერი თავში დაეცემა ივანიშვილის გუნდს,"-განაცხადა "დღის კურიერში" ხატია დეკანოიძემ. 

დღის ამბები