"ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. პოლიტსაბჭოს დაწყებამდე განცხადებები არ გაკეთებულა.
საბჭოს სხდომა უკვე 20 წუთია რაც დაიწყო, დასრულების შემდეგ კი ირაკლი კობახიძემ დაანონსა, რომ ჟურნალისტებს ყველა კითხვაზე უპასუხებდა.
ღიად რჩება კითხვა, ვინ დაიკავებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პოსტს.
მანამდე კი თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს კახი კალაძე.