მმართველი გუნდის შეთავაზებას, რომლის მიხედვით, არჩევნების თემაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ოპოზიცია ჩაერთოს, პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარე ეხმაურება.
იაგო ხვიჩია "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ ეს შეთავაზება არ იქნება ის პირობა, რომლის გამოც ის უმაღლეს საკანონმდელო ორგანოში შევა. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მათი პოზიცია არ შეცვლილა და მხოლოდ საკუთარი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შევა პარლამენტში.
"იაგო ხვიჩიამ თავისი პირობა თქვა დიდი ხნის წინ, ჩვენ პირველი დღიდან პოზიცია არ შეგვიცვლია განსხვავებით ჩვენი კოლეგებისგან როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში. ჩვენ სულ ერთი და იგივე გვინდა, შესაბამისად, იაგო ხვიჩია და გირჩი პარლამენტში იმ შემთხვევაში შევა, როცა ეს პირობა შესრულდება.
მე მგონი პარლამენტი პარლამენტი უნდა გახდეს, იმისთვის რომ მე შევიდე. მე იქ არაფერი არ მესაქმება, სანამ ის პარლამენტი არ არის. და მხოლოდ ისეთი ოპოზიციის შემკული პარლამენტი, რომელიც ხელისუფლებას მოსწონს, ვერ იქნება პარლამენტი და მე იქ არაფერი არ მესაქმება.
ბოლო პირობა რაც ითქვა საჯარო სივრცეში, ეს იყო რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს მიებას ამ არჩევნების ან ახალი არჩევნების დანიშვნა არდანიშვნის საკითხი და პროპორციული არჩევნები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებდა. თუ ეს პირობა დაიდება, ის პირობა დაიდება რაც მე მინდა, მე ყველაფერს გავაკეთებ და მჯერა იმისიც, რომ ოპოზიციას სრულად შევიყვანთ პარლამენტში. ის ხალხი, ვისაც კონსტრუქციულად გვინდა ამ თემის დამთავრება. უბრალოდ, ამ თემაში მთავარი ხელის შემშლელი ჩვენთვის, იმ ხალხისთვის რომლებიც საღ აზრზე ვართ, ამ წუთას გასაქანს არ გვაძლევს ხელისუფლება, რომელიც გამოდის კობახიძის სახით და გველაპარაკება ულტიმატუმის ენით,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.