17 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
"თეორიული ნათქვამია, არასოდეს უნდა თქვა არასოდეს" - დავით სერგეენკო ივანიშვილის პოლიტიკაში კვლავ დაბრუნებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკოს თქმით,  "ქართული ოცნების" დამფუძნებელი პოლიტიკაში აღარ დაბრუნდება, თუმცა  მისტვის პასუხის გაცემა ამ კითხვაზე რთულია. 

"ბიძინა ივანიშვილი წასვლით უბრუნდება პოლიტიკამდე, 2011 წლამდე მდგომარეობას. 2011 წლამდე არ ნიშნავდა, რომ ის ჩამოშორებული იყო თავისი ქვეყნის ცხოვრებისაგან და გული არ შესტკიოდა ვინმეზე და არ მონაწილოებდა ქვეყნის მშენებლობაში. მე ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი გააგრძელებს იგივეს, რასაც 2011 წლამდე აკეთებდა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მესამედ დაბრუნებას, ჩემთვის ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთული იქნება. უბრალოდ, ფორმალური, თეორიული ნათქვამია, რომ არასოდეს უნდა თქვა არასოდეს. თუმცა, მე ვფიქრობ, ეს მისი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება,"-აღნიშნა "დღის კურიერში" დავით სერგეენკომ.

დღის ამბები