უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე საქმიანი შეხვედრებიც იმართებოდა და ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკა, როგორც მიმართულება, არასოდეს აინტერესებდა.
დავით სერგეენკო აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის მიზეზი იყო ამოცანა, 2012 წლის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა, რასაც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არაჩვეულებრივად გაართვა თავი.
დავით სერგეენკო მიიჩნევს, რომ როდესაც არჩევნებში მესამე ვადით გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკიდან თავისი ნებით მიდის, ეს დიდი პოლიტიკური მოვლენაა.
"მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე იმიტომ, რომ ამაზე, რა თქმა უნდა, საქმიანი შეხვედრებიც იყო და თვითონ ბატონი ბიძინას პოზიციაც, რადგანაც, მას საკუთრივ პოლიტიკა როგორც ასეთი, მიმართულება, არასოდეს აინტერესებდა და არ თვლიდა თავისი ცხოვრების საქმედ, ასე რომ ეს მოულოდნელობა ცალსახად არ ყოფილა.
იყო კონკრეტული ამოცანები შესასრულებელი, რაც მაგალითად 2012 წელს ეს იყო მაშინდელი მთავრობა, რომელსაც ჰქონდა ზემტკიცე ვერტიკალური და ჰორიზონტალური კონტროლი მთელს ქვეყანაზე განხორციელებული, აი ამ მთავრობის არჩევნების გზით, არაძალადობრივი გზით შეცვლა, რაც მან არაჩვეულებრივად შეასრულა.
როდესაც არჩევნებში მესამე ვადით გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარე თავისი ნებით მიდის პოლიტიკიდან, რა თქმა უნდა, ეს დიდი პოლიტიკური მოვლენა არის და ფართო საზოგადოებრივი თუ, პოლიტიკური ინტერესის საგანი არის.
ქვეყნის განვითარებისთვის და სწორი ფუნქციონირებისთვის, უბრალოდ, აუცილებელი არის პოზიციის და ოპოზიციის ერთიანი მუშაობა პოლიტიკურ ველში, რადგანაც ერთმანეთის გარეშე პოზიციაც კარგად, სწორ ორიენტირს, საღი ოპონირების გარეშე და შეიძლება უბრალოდ, მცდარი გადაწყვეტილებები მიიღოს, ხოლო ოპოზიცია რჩება ერთგვარ იზოლაციაში, რადგანაც რაოდენობრივად უმცირესობაშია და ისინიც კი ვერ განვითარდებიან კარგად. ამიტომ, ოპოზიციას მიუხედავად იმისა, რომ რაღაც კომპრომისზე წასვლა მოუწევს, ჩემი აზრით, მათი დიდი ნაწილისთვის ერთადერთი სწორი გამოსავალი არის პარლამენტში შემოსვლა და აი აქ, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, დისკუსია ამა თუ იმ ქვეყნის საკითხზე.
რაც შეეხება გამოწვევებს, პანდემიამ მთელი მსოფლიო დააყენა გამოწვევების წინაშე. ახლა ძალიან რთული იქნება იმაზე საუბარი, რომ საქართველო გაუმკლავდება წარმატებით ამ გამოწვევებს, თუ ვერა,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.