17 ნოემბერი 2024,   12:43
ვრცლად
"ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძეს წარადგენენ

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობაზე პოლიტიკურმა საბჭომ ირაკლი კობახიძე წარადგინა. 

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა შაბათს, 16 იანვარს, გაიმართება და მას მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი დაესწრება. ყრილობა აირჩევს პარტიის ახალ თავმჯდომარეს და პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობას.

პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება ირაკლი კობახიძე,"- განაცხადა "ქართული ოცნების" ოფისში პოლსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პარტიის პოლიტსაბჭოს 21 კაციანი ახალი შემადგენლობა შაბათს, ყრილობაზე გახდება ცნობილი. 

დღის ამბები