17 ნოემბერი 2024,   12:35
ვრცლად
თუ მართლა იქნება 1%-იანი გადახრა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ჩვენ ხვალვე დავიწყებდით მსჯელობას რიგგარეშე არჩევნებზე - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ თუ კი იქნება არჩევნების შედეგების 1%-იანი გადახრაც კი, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ, მმართველი პარტია მზად არის მეორე დღესვე რიგგარეშე არჩევნები გამოაცხადოს.

"თუ მართლა იქნება 1%-იანი გადახრა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ჩვენ ხვალვე დავიწყებდით მსჯელობას, ამ ფაქტის დადგენიდან მეორე დღესვე, რიგგარეშე არჩევნებზე, მაგრამ ასეთი ფაქტი მათ, ჩვენზე კარგად არანაკლებ იციან იმიტომ, რომ 11 000-ზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდათ მათ კომისიის შემადგენლობაში და ამიტომ ამ პირობას წაუყრუებენ ხოლმე ძალიან ხშირად.

შესაბამისად, ჩვენ ვრჩებით იგივე პირობაზე. იგივე პირობაში იგულისხმება საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული ბევრი საკითხი, მათ შორის ელექტრონულ მოწყობილობებთან დაკავშირებით, რაზეც ალბათ დღესვე უნდა დაიწყოს მუშაობა, რომ მოესწროს ელემენტალურად," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები