17 ნოემბერი 2024,   12:38
ვრცლად
არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი საპენსიო სესხებზე არსებული საპროცენტო განაკვეთის შესწავლას გეგმავს

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე პენსიონერებისთვის დაწესებულ საპენსიო სესხზე არსებული საპროცენტო განაკვეთის შესწავლას გეგმავს.

"არა ერთი შემთხვევა ვიცი და პირადად შესწავლილი მაქვს ეს საკითხი, როდესაც პენსიონერებს უწევთ თავისი პენსია მიმართონ სესხის მომსახურებაში. ახალ პარლამენტში აუცილებლად გვექნება მსჯელობა.

პასუხილმგებლიანი დაკრედიტების შესახებ ადრეც მივიღეთ და იმ რეგულაციებმა იმუშავა. ჩვენ შევაფასებთ რამდენად სამართლიანია არსებული განაკვეთები და თავსებადია, სხვა მოქალაქეებისთის არსებულ პროცენტებთან.

ახალი პარლამენტი შეისწავლის, ხომ არ არის დისკრიმინაციული მიდგომა და სარგებლბენ თუ არა ხანდაზმული პენსიონერები, იგივე საბანკო საპროცენტო სერვისებით, როგორც სხვა მოქალაქეები,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერში".

დღის ამბები