17 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებელს", "გირჩს" და "ლელოს" სურთ იყვნენ საპარლამენტო ცხოვრებაში - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმდომარე აცხადებს, რომ პარტიების ერთ ნაწილს პარლამენტის შესვლა და საპარლამენტო მუშაობაში ჩართვა უნდა. ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას ისაუბრა და კონკრეტული პარტიები დაასახალა.

"ეს არის, "სტრატეგია აღმაშენებელი", "გირჩი", "ლელო"- ამ პარტიებს სურთ რომ იყვენენ საპარლამენტო ცხოვრებაში, ვიდრე "ევროპული საქართველოს" და "ნაციონალურ მოძრაობას,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, თუ საიდან აქვს ეს ინფორმაცია, არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ ამ განცხადების გაკეთების საშუალებას, მას პარტიების მხრიდან გაკეთებული განცხადებები აძლევს.

"ეს ინფორმაცია არ არის, ეს არის ჩვენი ანალიზი. არ შემოდიან იმიტომ რომ, ოპოზიციის მეორე ნაწილი, ვინც ამ პარტიებზე შანტაჟს ახორციელებს, აქვთ თავის ტელევიზიები, აქვთ დაფინანსება და სრული ინტრუმენტალიზაცია, რომ ოპოზიციის ამ ნაწილზე, მოახდინოს წარმოუდგენელი საინფორმაციო შეტევა და ეს არის ზუსტად პრობლემა და ის ბერკეტები, რომელიც მათ უკრძალავთ პარლამენტში შემოსვლას,"-აღნიშნა თალაკავაძემ.

დღის ამბები