17 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
თუ ფასილიტატორებთან ერთად შეთანხმება ვერ მოხერხდა, შეთანხმება შეიძლება უკვე მიღწეული იყოს ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები არ დასრულებულა. მისი თქმით, მმართველი გუნდი მაქსიმალურად ეცდება, რომ მოლაპარაკების ფორმატში მაქსიმალურად იქნეს მიღწეული შეთანხმება. 

"მოლაპარაკებები არ არის დასრულებული. პირველი ოპოზიციური პარტია შემოვიდა, ბიუჯეტი დამტკიცდა, მთავრობა დამტკიცდა, დღეს ამნისტიის შესახებ კანონპროექტი დამტკიცდა, საგაზაფხულო სესიისთვის ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეგმები.

იქნება ეს მაგიდასთან თუ სხვაგან, საბოლოო ჯამში, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ ფორმატში შევძლოთ შეთანხმების მიღწევა, თუ ასეთი ვერ მოხერხდა და ფასილიტატორი ელჩებიც დაინახავენ და იტყვიან, რომ ამის მიღწევა შეუძლებელია, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი შეთანხმება შეიძლება უკვე მიღწეული იყოს ოპოზიციის მხოლოდ ჯანსაღ ნაწილთან.

მეხუთე რაუნდის თარიღი არის დამოკიდებული ოპოზიციაზე, რომელმაც სერიოზულად და პასუხისმგებლიანად უნდა განიხილოს ჩვენი შეთავაზება,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

 

დღის ამბები