03 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
ვაკის სასაფლაოზე „რუსთავი 2“-ის მოხალისეთ ჯგუფი მუშაობს

ცოტა ხნის წინ ვაკის სასაფლაოზე „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები მივიდნენ. ისინი მოხალისეებთან ერთად ტერიტორიას ასუფთავებენ.

ეს ერთ-ერთი ურთულესი ადგილია თბილისის მასშტაბით. ადგილზე ნაპოვნია ერთი გარდაცვლილი, გოგონას სიცოცხლე ადიდებულმა წყალმა იმსხვერპლა. ასევე ამ დრომდე მოქალაქეები საკუთარი ახლობლების საფლავების პოვნას ვერ ახერხებენ, რადგან სასაფლაოს ტერიტორია მიწით არის დაფარული. მათი თქმით, ტექნიკა და ცოცხალი ძალა არ არის საკმარისი. ისინი დედაქალაქის მერიას მიმართავენ, რათა დაახმარონ მძიმე ტექნიკა.

ამ ურთულეს ადგილზე მუშაობს „რუსთავი2“- ის მოხალისეთა ჯგუფი, მათ შორის არიან „X-ფაქტორი“-ს წამყვანები და პროექტში მონაწილეები. 

დღის ამბები