17 ნოემბერი 2024,   12:36
ვრცლად
ელექტრონული არჩევნები მოგვცემს საშუალებას, მანიპულაცია საბოლოოდ დავასრულოთ - კახა კუჭავა

ცნობილია, რომ შემოდგომაზე დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყანაში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. საკითხზე მუშაობა დაწყებულია, ვიდრე ტექნოლოგიების დანერგვაზე ცენტრალური საარჩევნო კომისია იზრუნებს, პარლამენტმა საკანონდებლო ბაზა უნდა მოამზადოს, შესაბამის ინიციატივაზე მმართველმა გუნდმა უკვე დაიწყო მსჯელობა.

"2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ არის ძალიან ბევრი საკითხი, რომელზეც შეიძლება ძალიან მარტივად მანიპულირება ოპონენტების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვთ არგუმენტები და ვერ ადასტურებენ კონკრეტული ფაქტებით, მაინც ხდება გარკვეულ საკითხებზე მანიპულირება. არის ეს "სომხური კარუსელი" თუ ბიულეტენების საკითხი, მათ შორის - დათვლასთან დაკავშირებით.

არსებობს თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლის დანერგვა ნამდვილად მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მსგავსი მანიპულაცია საბოლოოდ დავასრულოთ. ეს აპარატები ავტომატურად ითვლის და მისი გადამოწმება კიდევ უფრო ადვილი არის,“ - აცხადებს კახა კუჭავა.

დღის ამბები