სამართლიანი შეფასების გაკეთებას მმართველი გუნდი საგამოძიებო კომისიას ანდობს, რომელსაც პარლამენტში მოქმედ ჯერჯერობით ერთადერთ ოპოზიციური პარტიასთან ერთად ქმნის. მმართველი გუნდი ოპოზიციას სთავაზობს საჭირო რაოდენობის საარჩევნო უბნების მონაცემების ხელახალ გადათვლას, "ქართული ოცნების" სასარგებლოდ თუნდაც 1% გადახრის შემთხვევაში კი კომისიის დასკვნის საფუძველზე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას.
ოპოზიცია კომისიის საქმიანობაში ჩართვას არ აპირებს. ამბობენ, რომ არჩევნების შედეგების გადათვლა დაგვიანებულია და კომისიის მუშაობას აზრი არ ექნება. კომისიის სანდოობას, მმართველი გუნდის განმარტებით, მასში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა განაპირობებს.
რეგლამენტის მიხედვით, კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც და ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები. წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს პროცედურულ საკითხთა კომიტეტი წყვეტს. კომისიის შექმნისთვის კი 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.