17 ნოემბერი 2024,   12:37
ვრცლად
სიტყვას არ დავარღვევ, აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას, არც მხარდამჭერი ვიქნები, უნდა გაიფილტრონ და არ მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას - ბიძინა ივანიშვილი

მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის - განაცხადა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ის საბოლოოდ მიდის პოლიტიკიდან და აღარც საჯარო ფიგურა იქნება.

ბიძინა ივანიშვილი თავისი დაარსებული პარტიიდან მეორედ წასვლას "ქართული ოცნების" გაძლიერებით ხსნის და ამბობს, რომ გუნდი მზად არის არსებულ გამოწვევებს თავად გაუმკლავდეს.

"აღარ ვაპირებ გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და გუნდის წევრებმა ეს ძალიან კარგად იციან, დიდმა ნაწილმა. რამდენიმე საბჭო გვქონდა პარტიაში, მის წევრებთან თვეების განმავლობაში მქონდა საუბარი წასვლის შესახებ. მაქსიმალურად ვახსენებდი, რომ თუ რამე გინდათ ჩემგან, აქვე შეგიძლიათ გადააზუსტოთ, რამეთუ სიტყვას არ დავარღვევ, საჯაროდ ვიტყვი, რომ ყველანაირი კონსულტაციები შეწყდება პოლიტიკურ თემაზე.

არც მხარდამჭერი არ ვიქნები "ქართული ოცნების“, ჩემი მაქსიმალური მოქალაქეობრივი აქტიურობა იქნება არჩევნებზე მისვლა და იქ ჩემი პოზიციის დაფიქსირება. ვფიქრობ, რომ აბსოლუტური მზაობა აქვს გუნდს, ძალიან კარგი გუნდია, მე ვფიქრობ, რომ რაც შესაძლებელი იყო ჩვენი რეალობიდან კარგი ვარიანტია ძალიან, დღევანდელი ქართული ოცნების სხვადასხვა შტოებში მონაწილე პარტიის წევრები, არც ერთი ქვეყნის მთავრობას და ხელისუფლებას არ ჩამოუვარდება დღევანდელი "ქართული ოცნების" გუნდი თავისი ეფექტურობით.

ერთადერთი, რაც ვთხოვე მე გუნდს, უნდა გაფილტრონ ერთმანეთის აზრი, ყველა კრიტიკულ სიტუაციაში უნდა ხდებოდეს მონაწილეების, ვისაც აზრის გამოთქმა შეუძლია, დასხდნენ, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. შეცდომები იქნება ნაკლები. იქ შეუძლიათ უჩემოდაც მშვენივრად გამოიმუშაონ საღი აზრი.

მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში ვერთვებოდი, ჩემს გამოცდილებას ვახმარდი და აბსოლუტურად განსხვავებული გუნდია დღეს "ქართული ოცნება",- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

დღის ამბები