03 ოქტომბერი 2024,   00:29
ვრცლად
რა ელის წყნეთის ქუჩის მრავალსართულიან კორპუსებს, უცნობია

ადიდებული მდინარე საძირკველს აცლის საცხოვრებელ კორპუსებს წყნეთის ქუჩაზე. სტიქია დასრულდა, თუმცა მოსალოდნელი საფრთხე უფრო დიდია. მოქალაქეები საყრდენის გამაგრების აუცილებლობაზე საუბრობენ.

წყნეთის წუჩის მრავალსართულიანი კორპუსების მაცხოვრებლებმა წუხანდელი ღამე ღია ცისქვეშ გაატარეს, მდინარემ მიწის დიდი ნაწილი მოწყვიტა და კერძო სახლები მისასვლელი გზის გარეშე დატოვა. მსხვერპლი არ არის, თუმცა მიწასთან ერთად წყალმა 10-მდე ავტოფარეხი წაიღო.

ვერეს ხეობაში თითქმის ყველა კორპუსი დაზიანებულია, ნიაღვარი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებში შევარდა, არიან დაზარალებულები და უგზოუკვლოდ დაკარგულები. მოსახლეობას დილიდან ჯარისკაცები ეხმარებიან.

აქაურები ამბობენ რომ ვერეს ნაპირას 60-იანი წლების შმდეგ ცხოვრობენ და მსგავსი სტიქია არ ახსოვთ. მდინარე კალაპოტს სულ უფრო იფართოვებს, საშიშროება დიდია, მაგრამ მოსახლეობა მიწისქვეშ დარჩენილ უკვე ყოფილ სახლებში შესვლას ცდილობს.

დაზარალებულებთან თავსესაფარში გადასაყვანად ჯერ არავინ მისულა, გადარჩენილ სახლებს არ მიეწოდება შუქი და გაზი, რადგან სტიქიამ ყველა საკომუნიკაციო საშუალება დააზიანა. რა ელის წყნეთის ქუჩის მრავალსართულიან კორპუსებს უცნობია. მოსახლეობა გარემოს დაცვის სამინისტროს დასკვნას ელის,

მინისტრის განცხადებით გეოლოგებმა მიწის ქანების შესწავლა უკვე დაიწყეს, თუმცა სანამ დასკვნას დადებენ, მრავალსართულიანი კორპუსების საძირკველი მდინარეს მიაქვს. 

 

ავტორები: თეა ადეიშვილი, ეკა გაგუა, ვაჩე გოგოლაშვილი

დღის ამბები