03 ოქტომბერი 2024,   00:37
ვრცლად
ცხოველების ნაწილი - სტიქიამ, ნაწილი კი ტყვიამ იმსხვერპლა

დატბორილი თბილისის ზოოპარკიდან ცხოველების ნაწილი გვიან ღამით გაიქცა. ცხოველებს თბილისის თითქმის ყველა უბანში პოულობდნენ. ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველთა შორის იყვნენ მგლები, ლომები, ვეფხვები, ბეგემოტი და სხვები.

ბეგემოტი თბილისის ზოოპარკში რამდენიმე საათიანი მცდელობის შემდეგ დააბრუნეს. აფთრებს, მგლებს, ლომებსა და ვეფხვებს დღეს არ გაუმართლათ. მათი დიდი ნაწილი სამართალდამცავების ტყვიამ იმსხვერპლა, ნაწილის დაძინება და ზოოპარკის ტერიტორიაზე დაბრუნება მოხერხდა. 

თბილისში ამ დრომე კიდევ ეძებენ ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს, სამძებრო სამუშაოები ვაკის პარკსა და მთაწმინდის პარკში მიმდინარეობს. დავით ნარმანიამ მოსახლეობას გაქცეული მტაცებლებისგან მომდინარე საფრთხის გამო თავის შეკავება ურჩია.

 

ავტორი: დავით კაკულია

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები