03 ოქტომბერი 2024,   00:41
ვრცლად
დღეს მომხდარ სტიქიის მიზეზებზე სპეციალისტები დაობენ

თბილისი ყოფილი მთავარი არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი ამტკიცებს, რომ ქალაქს ვერეს ხეობაში გზის გაყვანა აუცილებლად სჭირდებოდა. მაგრამ იყო წინადადება, რომ გზამდე ბაგების ხევში ხელოვნური ტბა გაკეთებულიყო. თუმცა ასეთ შემთხვევაში  მდინარის ნაპირებზე მცხოვრები ოჯახებისთვის დიდი კომპენსაცია იქნებოდა გადასახდელი.

სპეციალისტების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სტიქიის მიზეზი არაერთია. მათი მტკიცებით გუშინ ღამით წყლის დონემ 7 მეტრით გადააჭარბა 100 წლოვან მაქსიმუმს.

ერთ-ერთი მიზეზი მდინარე ვერეს სათავესთან ჩამოშლილი მთა იყო, რომლის შეკავება არაფერს შეეძლო.

 

ავტორი: თენგო გოგოტიშვილი

დღის ამბები