17 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
ერთი პრეზიდენტის ორი იმპიჩმენტი - დონალდ ტრამპს მომავალ არჩევნებში შესაძლოა მონაწილეობა აეკრძალოს 

ერთი პრეზიდენტის ორი იმპიჩმენტი და კაპიტოლიუმთან მობილიზებული 15 ათასი შეიარაღებული სამხედრო.

ორ გვერდზე გაფორმებული იმპიჩმენტი დონალდ ტრამპისთვის უკვე მეორეა - ამით ის ისტორიაში დღეს შევიდა. ახლა ბოლო სიტყვა სენატზეა. თუ ქვედა პალატის მსგავსად პროცედურა იქაც წარმატებით დასრულდება, დასრულდება ტრამპის პოლიტიკური მომავალიც, რადგან არა თუ საჯარო სამსახურს, არამედ პრეზიდენტობის პერსპექტივასაც, სამუდამოდ დაემშვიდობება.

ტრამპი სატელევიზიო ტრანსლაციას თეთრი სახლიდან უყურებდა, ცოტა ხნის შემდეგ კი ვიდეომიმართვა ჩაწერა. აშშ-ს 45-ე პრეზიდენტმა ტონი კიდევ უფრო მეტად შეცვალა და მეტი სიმწვავით გაემიჯნა 6 იანვრის ძალადობას.

ქვეყნის 50 შტატი აქციებისთვის ემზადება, ვაშინგტონში 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა ნარჩუნდება.

დღის ამბები