ბუკნარში არსებულ სიტუაციას სასულიერო პირები ეხმაურებიან. გურიაში იმყოფება სრულიად საქართველოს მუსლიმთა მუფთი ადამ შანთაძე, რომელიც აცხადებს, რომ მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს:
"ყოვლად მიუღებელია დაპირისპირება, ძალადობა. მშვიდობას, მოლაპარაკებას, ალტერნატივა არ გააჩნია. შევხვდებით კიდევ ერთხელ, ჩამოვართმევთ ხელს და სოფელში გაგრძელდება მშვიდობიანი, ძმური, მეგობრული ცხოვრება, როგორც აქამადე იყო," - განაცხადა ადამ შანთიძემ.
შეგახსენებთ, ვითარება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ქრისტიანმა მოსახლეობამ მოითხოვა, რომ სოფელ ბუკნარში მუსლიმების სამლოცველო სახლი მეჩეთად არ გადაკეთდეს.
სოფელში მომხდარი დაპირისპირების გამო იქ საპოლიციო ძალები შეიყვანეს, რის შემდეგაც, მხარეებმა გუბერნიაში გადაინაცვლეს და პირველი შეხვედრაც გაიმართა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, სოფელ ბუკნარის მუსლიმი მოსახლეობა რელიგიური რიტუალების ჩატარებას უსაფრთხოდ და შეუფერხებლად შეძლებს, დღეს კი მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა იმართება.