17 ნოემბერი 2024,   12:32
ვრცლად
სკოლებში, სადაც სწავლა არადისტანციურ რეჟიმში დაიწყება მოსწავლეების და მასწავლებლების ტრანსპორტირება აღდგება - ეკატერინე დგებუაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის თქმით, იმ სკოლებში სადაც სწავლის პროცესი 18 იანვარს არადისტანციურ რეჟიმში დაიწყება, მოსწავლეების ტრანსპორტირება აღდგება.

"განათლების სამინისტრომ იმუშავა და თითოეული მუნიციპალიტეტიდან გვაქვს ინფორმაცია, უდნა ითქვას ის, რომ ჯერ კიდევ მუნიციპალიტეტებშიც არსებობს იმის საშიშროება, რომ გამოვლინდეს კოვიდინფექცია და ამან ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს, ვთქვათ, შესაძლებელია, ეს იყოს სკოლის მასწავლებელი, მოსწავლე ან ტექნიკური პერსონალი, ამ შემთხვევაში, ეს რეკომენდაციები გვაქვს შემუშავებული და ასეთ დროს სკოლებმა უნდა მიმართონ ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრებს და სწორედ მათი რეკომენდაციის საფუძველზე სკოლები, ან კონკრეტული საკლასო ოთახი უნდა გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე.

ორშაბათიდან მოსწავლეების ტრანსპორტირება აღდგება, ასევე, მასწავლებლების, რომლებიც გარკვეული გამოწვევების წინაშე დგანან, მათი ტრანსპორტირებაც მოხდება.

სკოლებს შეუძლიათ დაიქირავონ ტრანსპორტი, ან დაუფინანსონ.

ასევე, უკიდურეს სიტუაციაში, როდესაც მშობელს აქვს შიში, რომ მის შვილს არ დაემართოს ვირუსი, მსგავს სიტუაციაში, სკოლამ უნდა მოგვმართოს და ჩვენ გადავიყვანთ დისტანციურ სწავლებაზე,"-აღნიშნა ეკატერინე დგებუაძემ.

დღის ამბები