17 ნოემბერი 2024,   12:39
ვრცლად
"ქართული ოცნება" დღეს უკვე აღარ არის ბიძინა ივანიშვილის პარტია - ლადო ბოჟაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელმა ლადო ბოჟაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "ქართული ოცნებიდან" ბიძინა ივანიშვილის წასვლა ყველაზე დიდ გამოწვევად თავად "ქართული ოცნებისთვის" რჩება. 

აქვე, ლადო ბოჟაძემ "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრს, ირაკლი კიკნაველიძეს მიმართა და თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ისაუბრა. 

"ბიძინა ივანიშვილის წასვლა არის ყველაზე სერიოზული გამოწვევა პირველ რიგში "ქართული ოცნებისთვის". "ქართული ოცნება" დღეს უკვე აღარ არის ბიძინა ივანიშვილის პარტია. ეს გადაწყვეტილება მიიღო ბიძინა ივანიშვილმა. "ქართულ ოცნებას" არ მოუტყუებია "ნაციონალური მოძრაობისგან" განსხვავებით ამომრჩეველი, რომ პრემიერ-მინისტრი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილი.

9 თვეში იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. თუ წააგებს "ქართული ოცნება", აღმოჩნდება, რომ "ქართული ოცნების" ახალგაზრდა ლიდერებმა ვერ გაუწიეს შესაბამისი კონკურენცია მთელ ოპოზიციას. თუ მოგიგებთ, თვითმმართველობის არჩევნები რომ მოიგოს "ქართულმა ოცნებამ" 2021-ში, ვის დააბრალებთ- კობახიძეს, გახარიას თუ კალაძეს?“ - აღნიშნა  ლადო ბოჟაძემ.

დღის ამბები