პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ყრილობა დაიწყო. ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა ქალაქის პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე და განაცხადა, რომ დღევანდელი დღე, რაღაც ახლის და მნიშვნელოვნის დასაწყისია.
"ეს რაღაც ახლის და მნიშვნელოვანი რამის დასაწყისია, როგორც მაშინ, როდესაც ყველამ ერთად ამ ქვეყნის მოქალაქეებს მთავარი ღირებულება თავისუფლება დავუბრუნეთ.
ჩვენ განვლილი წლების განმავლობაში არაერთი დიდი მიღწევა გვქონდა და გარკვეული შეცდომებიც დავუშვით.
გულდასაწყვეტია, ის რისი გაკეთებაც ვერ შევძელით, ისიც გულდასაწყვეტია, ვინც ჩვენი გუნდის წევრი გვეგონა და სხვა გზა აირჩია.
მიუხედავად ამისა, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია იმ ისტორიული მოვლენის მთავარი მოქმედი გმირი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა, როდესაც ჩვენი მოსახლეობის უპრეცენდენტო გადაწყვეტილებით "ქართულ ოცნებას" მესამე ვადით მიენიჭა ნდობა.
საქართველოს მოსახლეობამ ამით კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა იმ გზის მართებულობა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა აქამდე მოიყვანა,-კახი კალაძე.